|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ეს იყო თავისუფლების იძულებით აღკვეთა"-სულხან ქობულაძე

ორგანიზაცია საზოგადოებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარეს  დავით დვალს სასამართლო სს კოდექსით 125-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც ცემას გულისხმობს. ქობულაძის თქმით, მას თავისუფლება უკანონოდ  აღუკვეთეს და სასამართლოში საქმის გაგრძელებას ამ მხრივ აპირებს. 

"მიმაჩნია, რომ საქმე ძალიან მსუბუქი მუხლითაა აღძრული. ეს იყო ადამიანის თავისუფლების იძულებით აღკვეთა, ფაქტიურად მე მოტაცებული ვიყავი 4 ადამიანის მიერ,  მე ვეცადე მანქანიდან გადმოვსულიყავი, თუმცა ამის საშუალება არ მომცეს, ამიტომ მე ვეცდები მუხლი უფრო დავამძიმო", -განაცხადა ქობულაძემ.

"ნიუპრესი" ამ დრომდე ცდილობს საკრებულოს თავმჯდომარესთან დაკავშირებას, თუმცა  პრესამსახურის ინფორმაციით, ის შეხვედრაზე იმყოფება და მასთან დაკავშირება არ ხერხდება.

 

ავტორი: ხატია ბანძელაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა