|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატები, რომლებმაც ყველაზე ხშირად გააცდინეს საკრებულოს სხდომები

ქუთაისის მეხუთე მოწვევის საკრებულოში 67 სხდომა გაიმართა. აქედან 34 რიგითი და 33 რიგგარეშე. "ნიუპრესი" დაინტერესდა, რომელმა დეპუტატებმა გააცდინეს სხდომა და რომელ დეპუტატებს ქონდათ კარგი დასწრება.

ჩვენთვის მოწოდებული ინფორმაციით, 25 რიგით და 27 რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი, რომელიც ამასთან 9 რიგით და 6 რიგგარეშე სხდომაზე არ იმყოფებოდა.

55 სხდომას დაესწრო საკრებულოს თავმჯდომარე ბექა ყანჩელი, აქედან 28 რიგითი და 27 რიგგარეშე, მან 6 რიგითი და 6 რიგგარეშე სხდომა გააცდინა.

30 რიგით სხდომას ესწრებოდა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია, ის 30 რიგით და 28 რიგგარეშე სხდომას დაესწრო, ასევე გააცდინა 4 რიგითი და 5 რიგგარეშე სხდომა.

სხვა დეპუტატებს რაც შეეხება, ყველაზე კარგი მოსწრება აქვთ ვიქტორ დოლიძეს და რობიზონ წინწკალაძეს, ისინი 66 სხდომას დაესწრნენ და მხოლოდ ერთი რიგგარეშე სხდომა გააცდინეს. მათ მოყვება 64 სხდომით გალაქტიონ ტოროშელიძე.

რაც შეეხება ყველაზე ცუდ დასწრებას, ამ მხრივ ლიდერობენ დეპუტატები "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან",  გია უკლებამ 47 სხდომა გააცდინა, 40 სხდომაზე არ იმყოფებოდა დავით გოგისვანიძე და 28 სხდომას არ დაესწრო ბესიკ ბრეგაძე.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს ამგვარად გამოიყურება.

     

  

 

ქუთაისის საკრებულოს მაჟორიტარები თავიანთ საქმიანობას აფასებენ

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა