|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ეკონომიკის სამინისტრომ ქუთაისის მერიას 18 ობიექტი დაუბრუნა

ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობა ეკონომიკის სამინისტროსგან ქალაქში არსებული შენობა-ნაგებობების გადმოცემას ეტაპობრივად ითხოვს. თვითმმართველობის მიერ გადმოცემული ობიექტების საჭიროებისამებრ განკარგვა ხდება.  ობიექტების დიდი ნაწილი საპრივატიზაციო ნუსხაში ხვდება.

„ნიუპრესი“  დაინტერესდა, მიმდინარე წელს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსგან რამდენი შენობა-ნაგებობა და მიწის ნაკვეთი გადმოეცა თვითმმართველობას. მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, რომ მერიამ სამინისტროს 50-მდე სხვადასხვა ფართობისა და დანიშნულების მქონე ობიექტის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა. ამათგან, 18-ზე თანხმობა მიიღო, 12 ობიექტზე უარი. რაც შეეხება დანარჩენ ობიექტებს, სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარეობს განხილვა. სააგენტოს წარმომადგენლის ნიკა ქამუშაძის განცხადებით, ეკონომიკის სამინისტროს მიერ თვითმმართველობებისათვის ქონების გადაცემის ტენდენცია არის დადებითი, თუმცა უარის მიზეზი ხშირად რიგ ობიექტებზე ინვესტორის არსებობა ხდება.

თვითმმართველობის მიერ გამოთხოვილ ობიექტთა სიაშია რუსთაველის გამზირზე მდებარე "პრესის სახლის" შენობა. 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა