|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისტროსგან "პრესის სახლის" გადმოცემას ითხოვს

ქუთაისის მერია ეკონომიკის სამინისტროსგან "პრესის სახლის" გადმოცემას ითხოვს.

მერიამ სამინისტროს წერილობით მიმდინარე წლის მაისში მიმართა, თუმცა, ამ დრომდე პასუხი არ მიუღია. ჯერჯერობით უცნობია, რა ბედი ეწევა აღნიშნულ შენობას.

სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს წარმომადგენელი ნიკა ქამუშაძე განმარტავს, რომ აღნიშნულ ობიექტთან დაკავშირებით საქმის შესწავლა მიმდინარეობს. შენობაში, ამ დროისთვის სხვადასხვა მედიადაწესებულება და მცირე სახელოსნოები არიან.

პრესის სახლში განთავსებული "მეგა ტვ"-ის მენეჯერის ნანა თოშხუას განმარტებით, "შენობის გასხვისებას 2012 წელს აპირებდნენ, თუმცა მაშინ პრემიერმინისტრმა და ეკონომიკის სამინისტრომ მედიასაშუალებების ინტერესები გაითვალისწინა, რომ რაიმე ფორმით, სწორედ ამ მედიაორგანიზაციებს შეძლებოდათ ამ ქონების ფლობა და გამოყენება. "პრესის სახლის " ადმინისტრაციაც ცდილობდა შენობას ფუნქცია სრულად დაბრუნებოდა",-აღნიშნა მან.

"პრესის სახლის" ქალაქის თვითმმართველობისათვის გადაცემის შემთხვევაში, შენობა,  სავარაუდოდ, საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხაში შევა. თუმცა მერიის ეკონომიკის სამსახურის უფროსის პაატა კლდიაშვილის თქმით, ჯერჯერობით არ შუეძლია კონკრეტულ გეგმაზე საუბარი. მისი თქმით, ამაზე ქონების გადმოცემის შემდეგ იმსჯელებენ.

შეგახსენებთ, შენობის მდგომარეობა არასახარბიელოა, "პრესის სახლში" რამდენჯერმე იყო ხანძრის შემთხვევა.

 მიმდინარე წელს მერიამ ეკონომიკის სამინისტროს 50-მდე შენონა-ნაგებობის გადმოცემის მოთხოვნით მიმართა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა