|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ერთდღიანი გაფიცვის მონაწილე ბაგა-ბაღების გამგეები სამსახურიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების #1-ლი, მე-13, მე-15, მე-17-ფილიალის ხელმძღვანელები სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც  ბაღის  უკვე ყოფილი გამგეები ამბობენ, მათი გათავისუფლების მიზეზი ერთდღიანი გაფიცვა აღმოჩნდა. მე-13 საბავშვო ბაღის ყოფილმა გამგემ, მაკა აბულაძემ "ნიუპრესს" განუცხადა: „დღეს დაგვბარა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნანა ლორთქიფანიძემ  და გამოგვიცხადა გათავისუფლების  შესახებ. ამის მიზეზებად კი ის დაგვისახელა, რომ თანამშრომლების მართვა ვერ შევძელით და გაფიცვა დავუშვით,  შემდეგ კი მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ ინფორმაცია  არ მივაწოდეთ. მანვე გვითხრა, რომ ამ გადაწყვეტილების  შესახებ მერიაში ინფორმირებული არიან".

გათავისუფლებულები თავიანთი უფლების დაცვას  სასამართლოს მეშვეობით აპირებენ.

ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანებიანებაში ადასტურებენ ფილიალის ხელმძღვანელების სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტს. როგორც გაერთიანების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა "ნიუპრესს" განუცხადა, საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი ხვალ გაკეთდება.

შეგახსენებთ, ბაგა-ბაღების გაერთიანების ოთხმა ფილიალმა ხელფასების გაზრდის მოთხოვნით გაფიცვა ერთი თვის წინ მოაწყო. ამას კი წინ უძღვოდა ანალოგიური მოთხოვნით მერიის წინ გამართული საპროტესტო აქცია

 

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა