|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

”ევროვიზიის” ქართველი მონაწილეები ფინალში იმღერებენ

 2016 წლის ”ევროვიზიის” ქართველი მონაწილეები ფინალში გავიდნენ. ნიკა კოჩაროვმა და ჯგუფმა Young Georgian Lolitaz,-მა  12 მაისს, ევროფესტივალის მეორე ნახევარფინალური ტური წარმატებით გაიარეს. საქართველო საუკეთესო ათეულშია.
მეორე ნახევარფინალურ საღამოზე 18 კონკურსანტიდან ფინალში 10 გადავიდა. ეს ქვეყნებია: ლატვია, საქართველო, ბულგარეთი, ავსტრალია, უკრაინა, სერბეთი, პოლონეთი, ისრაელი, ლიტვა, ბელგია.
გამარჯვებულები ჟიურიმ და ევროპელმა მაყურებელმა ხმის მიცემის შედეგად, ერთობლივად, გამოავლინეს.
10 მაისს პირველი ნახევარფინალიდან ფინალში გადავიდნენ: აზერბაიჯანი, რუსეთი, ნიდერლანდები, უნგრეთი, სომხეთი, ხორვატია, კვიპროსი, ავსტრია, მალტა, ჩეხეთის რესპუბლიკა.
”ევროვიზიის” სიმღერის კონკურსის წესის თანახმად, ფინალში ავტომატურად გადადიან მასპინძელი ქვეყნის (შვედეთი) და ე. წ. დიდი ხუთეულის - გერმანიის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, ესპანეთის, იტალიის წარმომადგენლები. დანარჩენი 20 შემსრულებელი ნახევარფინალური ტურებიდან შეირჩა.
2016 წლის ევროფესტივალის ქართველი მონაწილეები ნიკა კოჩაროვი და ჯგუფი Young Georgian Lolitaz კონკურსის ფინალში 23-ე ნომრად იმღერებენ.
ევროფესტივალის გრანდიოზული ფინალი 14 მაისს ჩატარდება. შოუს დასასრულს, 14 მაისს, კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდება. ფინალისტი ქვეყანა რიგით 62-ე ევროფესტივალის მასპინძლის სტატუსს მოიპოვებს.


 
 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა