|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

Forbes-ის ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში ბაკურიანი მოხვდა

Forbes-ის რუსულმა ვერსიამ ბაკურიანის კურორტი აქტიური საზაფხულო დასვენებისთვის განკუთვნილი, მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ადგილების ტოპ-ათეულში შეიყვანა.  როგორც მასალაშია აღნიშნული, ბაკურიანში არის უამრავი შესაძლებლობა აქტიური დასვენებისთვის, მათ შორის საფეხმავლო ტურიზმი, რაფტინგი და სხვა.
Forbes-ი აღნიშნავს, რომ ადგილობრივი ბუნება გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით.

პოპულარული საზაფხულო კურორტების სიაში ასევე მოხვდნენ კურორტები ყაზახეთიდან, აზერბაიჯანიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ავსტრიიდან, ესპანეთიდან, საფრანგეთიდან და შვეიცარიიდან.

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა