|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

" ამ ინციდენტის პროვოცირება დავით ლორთქიფანიძემ მოახდინა"

 ქუთაისში "თავისუფალი ზონის" წევრების დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს პარლამენტარი "ნაციონალური მოძრაობიდან“ გიორგი თევდორაძე.  მისი თქმით,  „თავისუფალი ზონის“ წევრების ქმედება  "თავისუფალი აზრის გამოხატულება"  იყო და ამის გამო ისინი  არ უნდა დაეკავებინათ.  

„ამ ფაქტის სამართლებრივი შეფასებისაგან მე თავს შევიკავებ, თუმცა არ ვთვლი, რომ ეს იყო შეურაცხყოფა, ეს იყო ამ ადამიანების მხრიდან თავისუფალი აზრის გამოხატულება“, - განუცხადა „ნიუპრესს“  დეპუტატმა. „მინდა ხელისუფლებას  გავახსენო არცთუ ისე დიდი ხნის წინ მომხდარი ფაქტები „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ცემის და შეურაცხყოფის. როდესაც გიორგი ღვინიაშვილის ცემის ფაქტს ასევე ჩვენი ოპონენტები  „მოქალაქეების მხრიდან თავისუფალი აზრის გამოხატვას“ უწოდებდნენ. ახლა საზოგადოების ნაწილმა, რომელიც შეწუხდა „რუსთავი 2“-თან დაკავშირებული მოვლენებით, სოციალ-ეკონომიური მდგომარეობით გამოხატა თავისი თავისუფალი აზრი“,- აღნიშნა თევდორაძემ. 

  მისი თქმით, დავით ლორთქიფანიძემ  თავად გაუწია პროვოცირება საზოგადოების წარმომადგენლებს, როცა მათ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

„პროვოცირება ამ ინციდენტისა მოახდინა დავით ლორთქიფანიძემ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა აქციის მონაწილეებს. მას აქვს აღებული თმენის ვალდებულება“,-აღნიშნა  გიორგი თევდორაძემ. ის ხელისუფლებას დაკავებული აქტივისტების გათავისუფლებისაკენ მოუწოდებს.

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.29%
გაუარესდა - 52.38%
არ შეცვლილა - 13.33%
სულ - 105 ხმა