|
  • EUR 1 = GEL 3.6292
  • USD 1 = GEL 3.0738
|

გივი გოგრიჭიანი მუნიციპალური განვითარების ფონდს სიცრუეში ამხელს

არქიტექტორი გივი გოგრიჭიანი საქართველოს მუნიციპალიური განვითარების ფონდს სიცრუეში ამხელს. ის ფონდის ხელმძღვანელის გიორგი შენგელიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმად,  რიონისპირა სახლების პროექტირებაზე ახალი ტენდერი გამოცხადდება.

კომპანიის "კარკასი" არქიტექტორის განცხადებით, რიონისპირა სახლების პროექტთან დაკავშირებით მუნიციპალური განვითარების ფონდის წინააღმდეგ მათ სარჩელს სასამართლო განიხილავს, რის გამოც ფონდს ახალი ტენდერის გამოცხადების უფლება არ აქვს.

"დაუსჯელობის სინდრომი ჭირთ ამ ჩინოვნიკებს, ისე ეხებიან ამ ყველაფერს, რომ ცუდ შედეგებს მოიტანს. ვიდრე ჩვენთან მოლაპარაკება არ მოხდება, იმ დრომდე ტენდერს ვერ გამოაცხადებენ, ეს იქნება კანონდარღვევა.  თუ მაინც ასე გაკეთდება, ამას უკვე მოყვება ჩვენი რეაქცია", - განაცხადა გივი გოგრიჭიანმა "ნიუპრესთან" საუბარში. 

მისივე თქმით, რიონისპირა სახლების რეაბილიტაცია თუ დროულად არ მოხდა, ავარიული სახლები დროს ვეღარ გაუძლებს.

შეგახსენებთ,  ტენდერში გამარჯვებული კომპანიას "კარკასი" მუნიციპალური განვითარების ფონდმა ხელშეკრულება ცალმხრივად შეუჩერა,  რის გამოც კომპანიამ სასამართლოს მიმართა. საქმე განსახილველად ქუთაისის სასამართლოს გადმოეცა. 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

როგორ აფასებთ ქუთაისის მერიის საქმიანობას?

დადებითად - 46.38%
უარყოფითად - 46.38%
მიჭირს პასუხის გაცემა - 7.25%
სულ - 69 ხმა