|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

იმერეთის მუნიციპალიტეტები საზოგადოების სრულფასოვან ინფორმირებას არ ახდენენ

იმერეთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდების მუშაობას არასამთავრობო ორგანიზაცია გაეცნო. "საერთაშორისო გამჭვირვალობა–საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტში ჩაატარა კვლევა.  მიზანი მუნიციპალიტეტების მიერ საზოგადოების ინფორმირების მონიტორინგი იყო.

როგორც კვლევამ აჩვენა,  11 მუნიციპალიტეტიდან სრულად ინფორმაციას სრულყოფილად არცერთი  ავრცელებს, შედარებით კარგი მდგომარეობაა ხარაგაულის მუნიციპალიტეტშ, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად საკრებულოს ანგარიშებიც ვრცელდება.

"ჩვენი კვლევის მიზანია, დავადგინოთ, რამდენად კარგად მუშაობს იმერთის მუნიციპალიტეტების ოფიციალური ვებგვერდები. ვერ ვიტყვით, რომ სრულად გამართულია, ვინაიდან არცერთი მუნიციპალიტეტი არ აწვდის ინფორმაციას საზოგადოებას იმ ოდენობით, რამდენადაც საჭიროა. მაგრამ გამოვყოფდით ხარაგაულს, სადაც საკრებულოს ანგარიშებიც სისტემატიურად ვრცელდება. აღნიშნული ინფორმირება აუცილებელია მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისათვის და იმედია, გამგეობები და საკრებულოები გაითვალისწინებენ ჩვენს რჩევებსა და რეკომენდაციებს და იმ ოდენობის ინფორმაციას განათავსებენ ვებგვრედზე, რამდენსაც კანონმდებლობა ავალდებულებთ", – განაცხადა ორგანიზაციის იურისტმა ანი სალდაძემ.

კვლევა არ ჩატარებულა ქუთაისში. ვინაიდან ქუთაისის თვითმმართველ ქალაქს წარმოადგენს, მასზე კვლევა ცალკე ჩატარდება.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა