|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის ჩინოვნიკები ახალ მერს პროტესტს გამოუცხადებენ

ქუთაისის ახალი მერის არჩევის შემდეგ, მერიის ჩინოვნიკები სამსახურს დატოვებენ.

"ამ გუნდთან ვეღარ ვითანამშრომლებ, განსახვავებული პოტიკური ხედვისა და პრიორიტეტების გამო," – ამბობს newpress.ge–სთან საუბარში ქუთაისის ვიცე–მერი კოტე რატიანი.

ანალოგირად,  სამსახურის დატოვებას გეგმავს მეორე ვიცე–მერი ამირან ძოწენიძე.

newpress.ge–ის ინფორმაციით, ვიცე–მერების მსგავსად,  დაკავებული თანამდებობების დატოვებას გეგმავენ სამსახურის უფროსებიც.

შეგახსნებთ, ქუთაისის ახალ მერს საკონკურსო–საატესტატო კომისია ირჩევს. კომისიამ მეორე ეტაპი (შერჩეულ 12 კანდიდატთან ინდივიდუალური გასაუბრება) დღეს დაიწყო.

კომისია შერჩეული კანდიდატი ქალაქის საკრებულოს მიმდინარე კვირის ოთხშაბათის სხდომაზე უნდა წარუდგინოს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა