|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში საგზაო უსაფრთხოება ხეებში იმალება

ქუთაისში, ჭავჭავაძის ქუჩის, სასტუმრო „თბილისისა“ და „ბალახვნის“ უბნის  მიმდებარე ტერიტორიებზე, საგზაო ნიშნებსა და შუქნიშნებს, ხემცენარეები ფარავს. აღნიშნულის გამო, როგორც ავტომობილების მძღოლები ამბობენ,  მოძრაობის პროცესში შეფერხებები იქმნება.

„ისედაც უამრავი ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება და ეს დაფარული შუქნიშნები კიდევ უფრო ართულებს გადაადგილებას. დროულად უნდა მიაქციოს ყურადღება  ამას ქუთაისის მერიამ,“ – ამბობს ქუთაისში მცხოვრები მურმან ტოფაძე.

როგორც ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურში განმარტავენ, მცენარეებისგან დაფარული საგზაო ნიშნებისა და შუქნიშნების გასუფთავებას, მომდევნო კვირიდან დაიწყებენ.

„ხეების გადაბელვას თავისი პერიოდი აქვს, მაგრამ ჩვენ არ დაველოდებით ამას და პრობლემურ ზონებში, სადაც საგზაო ნიშნებსა და შუქნიშნებს მცენარეები ფარავს, მოვაწესრიგებთ,“ – ამბობს ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ბაკურ ხურციძე.


ფოტოგალერეა იხილეთ newpress.ge - ზე

ავტორი: ანა ჯანაშია