|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიამ სპორტის სასახლეს თანხა ტუალეტების გასაკეთებლად გამოუყო

ქუთაისის სპორტის სასახლე ადგილობრივი ბიუჯეტიდან დამატებით 20 000 ლარს მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება, დღეს სააკრებულოს სხდომაზე მიიღეს. 

სპორტის სასახლის დირექტორის ლომერ ახვლედიანის განმარტებით, სასახლეს თანხა საფირპარეშოების მშენებლობისთვის სჭირდება.
"სასახლეში არ არის ტუალეტები. ასევე, სახურავიც არის გასაკეთებელი. რადგან, რამდენიმე ადგილას აწვიმს. შენობის წინა შესასვლელი კარი არც იღება და არც იკეტება. არ ვიცი რამდენად გვეყოფა ეს თანხაც", - ამბობს ლომერ ახვლედიანი. 
დღეს საკრებულოს  რიგგარეშე სხდომაზე, მიმდინარე წლის ბიუჯეტში განხორციელებულმა ცვლილებამ ჯამში 2 მლნ 180 000 ლარი შეადგინა.   

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა