|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რეგიონული მედიის მფლობელობა გამჭვირვალეა"

საქართველოში რეგიონული მედიასაშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა - ეს დასკვნა გააკეთეს არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში" მათ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად.

აღნიშნულმა ორგანიზაციამ რეგიონული მედიაორგანიაზაციებზე კვლევა სახელწოდებით "ვის ეკთვნის რეგიონული მედია" მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 30  აპრილის ჩათვლით ჩაატარა. 
კვლევის მიზანი იყო წარმოეჩინა რეგიონულ მედიასაშუალებებზე მფლობელების  გავლენიანი კავშირები და კორუმპირებული ინტერესები. 
კვლევის პრეზენტაციაზე დღეს ქუთაისში  განმარტეს, რომ არცერთი მედიასაშუალების მფლობელი არ იმალება ოფშორული კომპანიის მიღმა. 
"რეგიონული  მედიის  სექტორში  მხოლოდ რამდენიმე  მსხვილი ბიზნესმენი  ფიგურირებს. უმეტეს შემთხვევაში, მედია კომპანია მათი მფლობელებისთვის ერთადერთი ბიზნესაქტივია", - აღნიშნეს პრეზენტაციაზე. 
"კვლევის განმავლობაში  პოლიტიკურად აქტიური პირების მიერ რეგიონული მედიასაშუალებების პირდაპირი  ან არაპირდაპირი  ფლობის,  დაფინანსების ან გაკონტროლების ფაქტი არ დადგინდა.  თუმცა, რეგიონული მედიის რამდენიმე მფლობელს 2012 წლის საპარალამენტო არჩევნებამდე კავშირები ჰქონდა "ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან" და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან", - ნათქვამია აღნიშნული ორგანიზაციის კვვლევაში. 

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა