|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მთავრობაში შესაძლოა საკადრო ცვლილებები მოხდეს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი, სავარაუდოდ, მთავრობაში დაგეგმილ საკადრო ცვლილებებს შეეხება. ამის შესახებ ინფორმაცია არაოფიციალურად ვრცელდება. 
"ინტერპრესნიუსი" აღნიშნულის გადამოწმებას მთავრობის ადმინისტრაციაში შეეცადა, თუმცა პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურში ბრიფინგის თემის შესახებ არ საუბრობენ. სააგანეტოს ინფორმაციით, მინისტრთა კაბინეტში მოსალოდნელი ცვლილებები სამ მინისტრს: კულტურის, ლტოლვილთა და განსახლების და გარემოს დაცვის მინისტრებს შეეხებათ.
ირაკლი ღარიბაშვილის საგანგებო ბრიფინგი მთავრობის ადმინისტრაციაში 11:00 საათზეა დანიშნული.

ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა