|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის მოსაწყობი სადილით არცერთი კომპანია არ დაინტერესდა

საქართველოში 22 ივლისს რეპრესირებულთა დღე აღინიშნება. ამ დღესთან დაკავშირებით, ქუთაისის მერია დაღუპულთა ოჯახის წევრებისთვის საზეიმო  სადილის მოწყობას  გეგმავდა. თუმცა,  აღნიშნულ სადილზე გამოცხადებული  1 600 ლარიანი  ელექტრონული ტენდერი   ჩავარდა.

მერიამ ტენდერი მიმდინარე წლის 9 ივლისს  გამოაცხადა. სატენდერო პიროებების თანახმად, 40 რეპრესირებული ოჯახის წევრისთვის საზეიმო  სადილი უნდა მომზადებულიყო.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, სადილის შემსყიდველ ორგანიზაციას,   მენიუში ჩამოთვლილი 28 სხვადასხვა სახეობის კერძის მიწოდება ევალებოდა.

"ამ სადილით გვინდოდა კიდევ ერთხელ დაგვედასტურებინა ჩვენი პატივისცემა რეპრესირებულთა ოჯახის წევრებისთვის", -  განმარტავენ მერიაში.

როგორც მერიის სოციალურ სამსახურში განმარტავენ, იმის გამო, რომ ტენდერი ჩავარდა, შესყიდვებისა და სოციალური სამსახურის წარმომადგენლები ქალაქში არსებულ რესტორნებს თავად შესთავაზებენ  აღნიშნული სადილის მოწყობას.

 "ჩავარდნილი ელექტორნული ტენდერის შემდეგ, კანონი ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებას გვაძლევს. ასეთ შემთხვევაში, იმაზე მეტი თანხა არ დაიხარჯება, ვიდრე ტენდერში იყო შეთავაზებული,“ - განმარატვენ ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურში.

ქუთაისის მერია რეპრესირებულ ადამიანებს, ასევე, მათი სულის მოსახსენებელ პანაშვიდს  გადაუხდის.

ავტორი: თეკლე მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა