|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საკრებულომ კომისიების შემადგენლობები დააკომპლექტა

ქუთაისის საკრებულოს მეორე სხდომაზე კომისიის შემადგენლობები დაამტკიცეს. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისია, რომლის თავმჯდომარეც ლელა ქელბაქიანია, საკრებულოს შემდეგი წევრებით დაკომპლექტდა: ბრეგაძე ბესიკი, ძოწენიძე ამირანი, ტოროშელიძე გალაქტიონი, დვალიშვილი კახაბერი, კიკვაძე თეიმურაზი და გუგავა სამსონი.

საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიაში შევიდნენ: პეტრიაშვილი ირმა, დოლიძე ვიქტორი, გაბადაძე გელა, მეტონიძე ტარიელი, წიტაიშვბილი დავითი, გუბელაძე მურმანი, ქობალიანი გრიგოლი, გოგისვანიძე დავითი, ბრეგაძე ბესიკი, ძოწენიძე ამირანი, ნადირაძე თეიმურაზი, კიკვაძე თეიმურაზი და ქათამაძე ნატო. აღნიშნულ კომისიას საკრებულოს წევრი, გალაქტიონ ტოროშელიძე ხელმძღვანელობს.
კულტურის, განათლების, ახალგაზრდობის საქმეთა და სპორტის კომისიის შემადგენლობა ასეთია: გაბადაძე გელა, ქობალიანი გრიგოლი, წიტაიშვილი დავითი, გუბელაძე მურმანი, მეტონიძე ტარიელი, უკლება გიორგი, ქელბაქიანი ლელა, დოლიზე ვიქტორი, ლომინაძე ზაზა და წინწკალაძე რობინზონი. აღნიშნულ კომისიას ირმა პეტრიაშვილი ხელმძღვანელობს.
საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისია, რომლის თავმჯდომარეცაა კახაბერ დვალიშვილი, სამი წევრით დაკომპლექტდა: გვენეტაძე ლაშა, ჯანაშია დავითი და უკლება გიორგი.
ქუთაისის საკრებულოს მეხუთე, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის წევრები გახდნენ: გოგისვანიძე დავითი, წინწკალაძე რობინზონი, ლომინაძე ზაზა, ქათამაძე ნატო და ჯანაშია დავითი. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარე თეიმურაზ ნადირაძე გახლავთ.  

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა