|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის რძის კომბინატს ნაყინის წარმოება შეუჩერეს

სააქციო საზოგადოება "ქუთაისის რძის კომბინატს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების დეპარტამენტმა ნაყინი "ესკიმოს" წარმოება შეუჩერა. სააგენტოს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, საწარმოს მზა პროდუქციის შესანახ ძირითად მაცივარში პროდუქტის შენახვა აეკრძალა.

როგორც ქუთაისის რძის კომბინატში newpress.ge-ს განუცხადეს, ინსპექტირებისას მაცივარში, სადაც ნაყინი ისხმება კონდენსატის დაგროვება გამოვლინდა.
აღნიშნული ფაქტის გამო, საწარმო 1000 ლარით დაჯარიმდა და დარღვევების გამოსასწორებლად 1 თვიანი ვადა მიეცა.
კომბინატის წარმომადგენელი, ანიკო ნიქაბაძე აღნიშნავს, რომ კომბინატში არსებულ შეუსაბამობას უახლოეს პერიოდში გამოასწორებენ.
სააქციო საზოგადოება "ქუთაისის რძის კომბინატში" ამ დროისათვის 5 სახეობის ნაყინს აწარმოებენ.

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა