|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო

შსს-ს აჭარის მთავარი სამმართველოს ბათუმის საქალაქო სამმართველოს უბნის ინსპექტორების განყოფილების თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1988 წელს დაბადებული, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ედრა ჰ. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ხოლო 1988 წელს დაბადებული, თურქეთის მოქალაქე მესუდ ი. დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

სამართალდამცველებმა ედრა ჰ-ს პირადი ჩხრეკისას 68 აბი ნარკოტიკული საშუალება „ექსტაზი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 1,823 გრ ამფეტამინს შეიცავს. მესუდ ი-ს პირადი ჩხრეკისას კი ამოღებულია 2 შეკვრად დაფასოებული 8,995 გრ ნარკოტიკული ნივთიერება, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,7645 გრ კანაფის ფისს შეიცავს.

გამოძიება ედრა ჰ-ს მიმართ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით), ხოლო მესუდ ი-ს მიმართ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (260-ე მუხლის მე-2 ნაწილით).

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა