|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიმდინარე წელს ქუთაისში სარეაბილიტაციო სამუშაოები 58 ქუჩაზე ჩატარდება

ქუთაისში, ლადო ასათიანის ქუჩაზე დასრულებული და მიმდინარე გზის საფარის სამუშაოები ქალაქის მერმა, შოთა მუღღულიამ ადგილზე დაათვალიერა. ასათიანის ქუჩაზე 6 ჩიხიდან სამუშაოები 5-ში უკვე დასრულდა. ამჟამად სამუშაოები მე-4 ჩიხში მიმდინარეობს, რომელიც სექტემბრის ბოლომდე დასრულდება.

ასათიანის ქუჩაზე იმ ჩხებში, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დარულებულია, სანიაღვრე სისტემები მთლიანად შეიცვალა, ამორტიზებული წყლის მილები შეკეთდა და ასფალტის საფარი მოეწყო.
"ეს ერთ-ერთი მასშტაბური პროექტია, რომელიც რეგიონალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება. მიმდინარე წელს ქუთაისში 58 ქუჩა კეთდება. ასევე, იმ პროექტების უმეტესობა დასრულდება, რაც წინა მთავრობამ ვერ აითვისა. წელს ინფრასტრუქტურის მხრივ საკმაოდ საინტერესო წელი გვაქვს. მომავალ წელს ვგეგმავთ ტემპებს კიდევ უფრო მოვუმატოთ," - განაცხადა შოთა მურღულიამ.
ასათიანის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს "გზამშენი-21" ახორციელებს.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა