|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიასა და "საქართველოს კარიტასს" შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქუთაისის მერიასა და საქველმოქმედო ფონდ "საქართველოს კარიტასს" შორის ორმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმის თანახმად, მერია ვალდებულებას იღებს ყოველწლიურად ქუთაისში "შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში არაუმეტეს 20 000 ლარის თანადაფინანსება განახორციელოს, მიმდინარე წელს კი არაუმეტეს 10 000 ლარის თანადაფინანსება. 
თავის მხრივ "საქართველოს კარიტასი" უზრუნველყოფს მოუაროს იმ ბენეფიციარებს, რომლებიც შერჩეული იქნებიან სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულთა სიიდან და რომელთაც ფიზიკური თუ ფსიქიკური პათოლოგიის გამო ესაჭიროებათ შინმოვლა.
"საქველმოქმედო ფონდი "კარიტასი" საკმაოდ აქტიურია ქუთაისში, "შინ მოვლის" პროგრამის ფარგლებში ძალიან ბევრ ადამიანს ემსხურებიან. ჩვენთვის პრიოროტეტულია, რომ ამ პროგრამის მასშტაბები გავზარდოთ, რადგან სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარება ჩვენთვის მნიშვნელოვანია," - განაცხადა მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ქუთაისის მერმა, შოთა მუღულიამ.    

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა