|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად შვედეთს სთხოვენ

საქართველოს მოქალაქეები თავშესაფარს ყველაზე ხშირად შვედეთს სთხოვენ. 

მიგრაციისსაერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, წლის ბოლომდე მიგრაციასთან

დაკავშირებითსრული სურათის დადგენა რთულია, თუმცა, არსებულული მონაცემებით შვედეთი ლიდერობს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, მიმდინარე წლის იანვარი- ივნისის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნა სულ 782 მოქალაქეს აქვს გაკეთებული. აქედან  384 ადამიანს შვედეთში სურს თავშესაფარი, 15-ს ფინეთში, 17-ს კი ნორვეგიაში.

იანვარ- აპრილის მონაცემებით, თავშესაფრის მოთხოვნით პოლონეთს 164-მა ადამიანმა მიმართა. იანვარ-მაისის მონაცემებით კი შვეიცარიაში თავშესაფრის მიღების სურვილი 202-მა ადამიანმა გამოთქვა.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის მონაცემებით, თავშესაფარი სულ 9 101-მა ადამიანმა მოითხოვა, 2012 წელს კი ასეთი ადამიანების რიცხვი 10 972 იყო. ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 1991 წლიდან დღემდე 2009 წელს ფიქსირდება, ამ წელს თავშესაფარი 11 ათას 013-მა ადამიანმა მოითხოვა.

წყარო: commersant.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა