|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქართულმა დელეგაციამ ბერლინში თანამედროვე ურბანული ობიექტები დაათვალიერა

ბერლინში სამუშაო ვიზიტად მყოფმა ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც ქუთაისის მერი შოთა მურღულია, თბილისის მერი დავით ნარმანია, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით შავლიაშვილი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე, მყარი ნარჩენების კომპანიის დირექტორმა გიორგი შუხოშვილმა და სხვა ოფიციალური პირები შედიან, ბერლინში არსებული ნარჩენების გადამამუშავებელი ყველაზე დიდი ნაგავსაყრელი - BSR დაათვალიერა. 

BSR არის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ნაგავსაყრელი, სადაც, ნარჩენების გადამუშავების შედეგად, თბო და ელექტროენერგია მიიღება. საქართველოსთვის, რომელიც ნარჩენების გადამუშავების ყველაზე მორგებული და ეფექტური სისტემის შექმნაზე მუშაობს, ეს ღირებული გამოცდილების გაზიარების კარგი საშუალებაა. ქართულ დელეგაციას BSR-ში მასპინძლობას გერმანიის განვითარებისა და რეკონსტრუქციის ბანკის (KFW) ინფრასტრუქტურის მიმართულების ხელმძღვანელი, არნე გოსი უწევდა. ამასთან, დავით შავლიაშვილმა, გიორგი ამაშუკელმა, ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, არჩილ ხაბაძემ, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, შ.პ.ს. „მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის“ დირექტორმა, გიორგი შუხოშვილმა და „საქართველოს გარეთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ დირექტორმა, არჩილ ცაბუტაშვილმა მონაწილეობა მიიღეს კონფერენციაში - „მდგრადი ურბანული განვითრება სამხრეთ კავკასიაში“, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ოფიციალური პირებისთვის, ბერლინში, KFW-ს ორგანიზებით იმართება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა