|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალდიდობა" ქუთაისის ცენტრალურ ბაღში

ქუთაისის ცენტრალური ბაღის დიდი ნაწილი წყლით არის დატბორილი. როგორც "Newpress.ge"- გაარკვია, წყალი დაზიანებული სისტემიდან უკვე ორი კვირაა იღვრება.

შესაბამისმა სამსახურებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ამ სიტუაციას. აქ ჩვენს გარდა ტურისტებიც დადიან და ნამდვილად არაა ლამაზი, რომ ცენტრალური ბაღი ასე უყურადღებოდაა მიტოვებული.“ - გვითხრა ადგილობრივმა მცხოვრებმა  ნათია ასათიანმა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში განმარტავენ, რომ მილის დაზიანების შესახებ კომპანიის ცხელ ხაზზე არავის დაურეკავს. „ამის შესახებ არ ვიყავით ინფორმირებული.  ჩვენც ახლა გავიგეთ. საავარიო ჯგუფი გასულია და პრობლემა დღის ბოლომდე მოგვარდება“- განაცხადა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის  დირექტორმა ზვიად ყიფშიძემ.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა