|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ირმა ნადირაშვილი - 8 თვის განმავლობაში მინისტრებმა დანამატის და პრემიის სახით 375 ათასამდე ლარი მიიღეს

მინისტრებმა და მოადგილეებმა 2014 წლის 8 თვის განმავლობაში 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებსა და დანამატებს შეადგენს , – ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა ირმა ნადირაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. ნადირაშვილის ინფორმაციით, მინისტრები და მათი მოადგილეები ყოველთვიურად დამატებით იღებენ, თითქმის ხელფასისვე ოდენობის თანხებს. 
"2013 წელს "ქართული ოცნების" მთავრობამ 138 მილიონი ლარით მეტი გასცეს პრემიებად და დანამატებად. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" განცხადებების შემდეგ "ქართული ოცნების" მთავრობამ "აღიარა შეცდომა", პრობლემის "მოგვარების" მიზნით ჩამოიყვანა ძვირადღირებული უცხოელი ექსპერტები და შემოდგომ მოახსენა საქართველოს მოსახლეობას, რომ კანონმდებლობის ცვლილების შემდეგ შეწყდება უზარმაზარი პრემიების გაცემა. თუმცა რეალობა სულ სხვა აღმოჩნდა. მინისტრები და მათი მოადგილეები ყოველთვიურად იღებენ დამატებით, თითქმის ხელსფასისვე ოდენობის, თანხებს. მხოლოდ 2014 წლის 8 თვის განმავლობაში და 3 მილიონზე მეტი ლარი მიიღეს, საიდანაც თითქმის ნახევარი პრემიებისა და დანამატების სახით და ეს ხდება იმ ფონზე, რომ საქართველოში უკვე ორი წელია არ გაზრდილა პენსია", - აცხადებს ნადირაშვილი. 
მისივე ინფორმაციით, საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ დანამატის სახით 21.680 ლარი, ხოლო პრემიის სახით 10.000 ლარი აიღო.
ყველაზე მაღალი დანამატი მიღებული აქვს თავდაცვის ყოფილ მინისტრს და ის 43.980 ლარს შეადგენს. 21.680 ლარი მიიღეს დანამატის სახით ფინანსთა მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ჯანდაცვის მინისტრმა, ასევე სასჯელაღსრულების მინისტრმა, სპორტის მინისტრმა, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა მინისტრმა. აღნიშნულ მინისტრებს პრემია არ მიუღიათ.

იხილეთ სრულად: ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა