|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერი საპარლამენტო უმრავლესობას ხვდება

ფარული მოსმენების საკითხთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობას დღეს პრემიერ-მინისტრი ხვდება, რომლის შემდეგ გახდება ცნობილი, თუ რომელ პროექტს წარადგენენ საპარლამენტო მოსმენაზე. როგორც ცნობილია, უმრავლესობაში ორი კანონპროექტი მზადდება, რომელში განსხვავებულადაა წარმოდგენილი  ე.წ. გასაღების საკითხი. უმრავლესობის წარმომადგენლის, ვახტან ხმალაძის განმარტებით, მის მიერ წარმოდგენილი პროექტი განსხვავებულია "სამთავრობო პროექტისაგან", რომელსაც  ბესელია- სესიაშვილის ჯგუფი ამზადებს.

ხმალახის  პროექტი მოსმენებზე წვდომის გასაღების შსს-ს უწყებისათვის ჩამორთმევას გულისხმობს. იმავე პოზიციას იზიარებს არასამთავრობო სექტორი და საპარლამენტო უმცირესობა.

უმრავლესობას პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ ახალი კანონპროექტის მიღებისათვის დრო 1დეკემბრამდე აქვს.

 გამორიცხული არა, მოსმენების თემა საპარლამენტო უმრავლესობაში მორიგი განხეთქილების საგნად იქცეს. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა