|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ქუთაისში რეანიმაციული განყოფილება გახსნა

 შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ვალერი კვარაცხელია  ქუთაისში,"LG"-ს კლინიკაში  რეანიმაციის განყოფილების გახსნას დაესწრო. მინისტრის მოადგილე  ასევე   იმერეთის რეგიონის ექიმებს შეხვდა და  არსებულ პრობლემებზე ესაუბრა.

შეხვედრას ქუთაისის მერი, შოთა მურღულია და იმერეთის ვიცე- გუბერნატორი,  სოსო ხახალეიშვილი  ესწრებოდნენ.

კლინიკის "LG" ახალ რეანიმაციული განყოფილება თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.  "ჩვენ გავხსენით კლინიკა "LG"-ის ახალი ნაწილი. კლინიკა ეტაპობრივად,  ყოველწლიურად ვითარდება და თავის კლიენტებს საუკეთესო  სერვისს სთავაზობს", -  განაცხადა ქუთაისის  მერმა შოთა მურღულიამ.

ახალ განყოფილებაში 50-მდე ადამიანი დასაქმდა. 

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა