|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატებისათვის ბიუროების შექმნას ითხოვენ

„კარგი იქნება, თუ მაჟორიტარი დეპუტატებისათვის ბიუროები შეიქმნება. ასე უფრო კარგად შეძლებენ მოსახლეობასთან შეხვედრას და მათი წინადადებების მოსმენას“, -განაცხადა ქუთაისის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე აღნიშნული კომისიის თავმჯდომარემ, გალატიონ ტოროშელიძემ. მის ამ ინიციატივას მომხრეები და მოწინააღმდეგეები გამოუჩნდენ.  მაჟორიტარებისთვის ცალკე ბიუროების შექმნა პარტიული აქტივისტების დასაქმებითვის განკუთვნილ გეგმად მიიჩნია  „ლეიბორისტული პარტიის" წარმომადგენელმა. „ჩვენ ვერ დავეთანხმებით ამ ინიციატივას. ვერ გავზრდით კიდევ ერთხელ ბიუროკრატიულ აპარატს. საკმაო რაოდენობის თანამშრომლებია მუნიციპალიტეტში და შესაძლებელია, მათ ეს ფუქციაც განესაზღვროთ, რომ მაჟორიტარის სახელზე შემოსული წერილი  რეგისტრაციაში გაატარონ, ისიც შეიძლება, ხალხის გასაჭირი მიოსმინონ და გადასცენ მაჟორტარს. ა ინიციატივის მიზანი მათი  პარტიული აქტივის დასაქმებაა.“- განცხდა სამსონ გუგავამ.

მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროების შექმნის პერსპექტივაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ ფრაქციანაციონალური მოძრაობისწარმომადგენლები. „ვფიქრობ, რაც უფრო მეტი საშუალება ექნება მაჟორიტარს თან ურთიერთობისათვის,  უკეთესია. მე ვერ დავეთანხმები იმ საფრთხეებს, რომლებზეც კოლეგები საუბრობდნენ. - განაცხადა ბესიკ ბრეგაძემ.

 აღნიშნული ინიციატივა, გალატიონ ტოროშელიძის თქმით, განხილვის სტადიაშია და საბოლოოდ,  მის მიღებას ქალაქის საკრებულო გადაწყვეტს.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა