|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საია ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს უფასო კონსულტაციებს უწევს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალში არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიის წარმომადგენლებს ანგარიში წარუდგინეს. მრგვალი მაგიდა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრას მიეძღვნა. როგორც "საიას" წარმომადგენლებმა განმარტეს, ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საკითხების მიმართ ინტერესი გაიზარდა. მათივე თქმით, ძალადობის წინააღმდეგ პრევენციული ღონისძიებების ჩატარება იგეგმება. 

"საიამ ქალთა მიმართ ძალადობის 16 დღიანი კამპანია საინფორმაციო შეხვედით დაიწყო. ორგანიზაცია მთელი წლის განმავლობაში ოჯახური ძალადობის მსხვერპლებს უფასო კონსულტაციას სთავაზობდა. ქუთაისის ფილიალის მიერ 211 კონსულტაცია იქნა გაწეული. ასევე, ჩვენი მონაწილეობით, გაიცა 3 დამცავი ორდერი", - განაცხადა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა გიორგი ჭიქაბერიძემ. მისი თქმით, საია აქტიურად იქნება ჩართული ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აღმოფხვრისკენ მიმართულ ყველა ღონისძიებაში.

ავტორი: ასმათ ყურაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა