|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის პირველ საჯარო სკოლაში მუზეუმი გაიხსნა

ქუთაისის აკაკი  წერეთლის სახელობის პირველი საჯარო სკოლა 185 წლის გახდა. იუბილესთან დაკავიშირებით სკოლის შენობაში მუზეუმი გაიხსნა. საექსპოზიციო დარბაზში სასწავლებლის 200 წლოვანი ცხოვრებაა გადმოცემული.  ქუთაისის პირველი საშუალო სკოლის შენობა ისტორიული ძეგლია და კულტურულ მემკვიდრეობას განეკუთვნება. სკოლა დამთავრებული აქვს რამდენიმე ასეულ საზოგადო მოღვაწეს, მათ შორის აკაკი წერეთელს, ვლადიმერ მაიაკოვსკის, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, ნიკო ნიკოლაძეს, ექვთიმე თაყაიშვილს და სხვებს. მუზეუმი ქუთაისის მერმა განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთად გახსნა. საიუბილეო ღონისძიებები ლადო მესხიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში დასრულდა. საიუბილეო საღამოზე საპატიო სტუმრებად ცნობილი კურსდამთავრებულები მიიწვიეს. ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, სკოლას „ვეფხისტყაოსანი“, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დვალმა ბიბლია გადასცა.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა