|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ბესიკ ბრეგაძე: "კაპიტალური ხარჯებისათვის ბიუჯეტში არაფერი დევს"

ეკონომიკის, ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის სხდომაზე, სადაც 2015 წლის ბიუჯეტის პროექტს განიხილავდნენ, კაპიტალურ ხარჯებთან დაკავშირებულ საკითხებს  ფრაქცია ,,ნაციონალური“ მოძრაობის წევრის, ბესიკ ბრეგაძის უკმაყოფილება მოჰყვა. მისი თქმით, კაპიტალური ხარჯებისთვის ბიუჯეტში არაფერი  დევს. 

,,მოსახლეობა არის მოლოდინის რეჟიმში, თუ როდის მოიცლის ცენტრალური ხელისუფლება და თუ რაიმეს გადმოგვიგდებს. ჯერ არავინ იცის, რა კეთდება. მე პასუხისმგებლობა და ვალდებულება მაკისრია ჩემი ამომრჩევლის წინაშე და თუ კი მხარდაჭერა არ იქნა თვითმმართველობის მხრიდან,  იმ ყველაფრის განხორციელება გამიჭირდება, რაც მათ აწუხებთ", - განაცხადა ბრეგაძემ.

  ბრეგაძის განცხადებას არ ეთანხმება ქალაქის მერის მოადგილე,  კოტე ქავთარაძის თქმით,  ინფრასტეუქტურული პროექტებისათვის  დაახლოებით 15 მილიონი ლარის გადმორიცხას ელოდებიან, რის შემდეგაც კონკრეტული ღონისძიებებს გაატარებენ.

      ,,კაპიტალური ტრანსფერის მხრივ ჩვენ ველოდებით მინიმუმ 15 მილიონი ლარით დაფინანსებას, რეგიონალური განვითარების ფონდიდან და ეს თანხები მთლიანად იქნება მოხმარებული არსებული  ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციისთვის" - განაცხადა მერის მოადგილემ, კოტე ქავთარაძემ.

ავტორი: გიგა გელხვიიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა