|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ფორბსის" რეიტინგში საქართველო 47-ე ადგილზეა

 ამერიკულმა ჟურნალმა "ფორბსმა" ბიზნესის წარმოებისთვის საუკეთესო ქვეყნების ახალი სია წარმოადგინა. სულ რეიტინგში 149 ქვეყანა შევიდა

შეფასებაც რამდენიმე პარამეტრით ხდებოდა, მათ შორისაა: მოქალაქეების პირადი თავისუფლების დონე, კერძო საკუთრებისა და ინვესტიციების დაცულობის მაჩვენებელი, ტექნოლოგიების განვითარების დონე, ინოვაციების დანერგვის ხარისხი, სახელმწიფოს მიერ ბიზნესზე გავლენა, საგადასახადო ტვირთი და სააქციო ბაზრის მდგომარეობა.
ბპნ.გე-ს ინფორმაციით, აღნიშნულ სიაში საქართველომ 47-ე ადგილი დაიკავა, თურქეთმა - 50, სომხეთმა- 56, აზრბაიჯანმა- 60, უკრაინა -88, ხოლო რუსეთი 91-ე ადგილზე, ელ სალვადორსა და მადაგასკარს შორის განთავსდა.
ბიზნესის წარმოებისთვის "ფორბსის" რეიტინგში საუკეთესო ოცეული ასეთია: დანია, ჰონგ-კონგი, ახალი ზელანდია, ირლანდია, შვედეთი, კანადა, ნორვეგია, სინგაპური, შვეიცარია, ფინეთი, ჰოლანდია, ბელგია, გაერთიანებული სამეფო, სლოვენია, ისლანდია, ავსტრია, ტაივანი, აშშ, ლუქსემბურგი და გერმანია. 


ipn.ge

ავტორი: ნიუპრესი