|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით, ქუთაისში ჩინეთის მოქალაქე დააკავა

ქუთაისში ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მოქალაქე ჩან შუენი ჩ. პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ბრალდებით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირის N33-ში ფართი იქირავა, სადაც ე.წ. ჩინური მასაჟის სალონი გახსნა. იგი სალონში მომუშავე, ჩინეთის რესპუბლიკის მოქალაქე ქალბატონებს, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ფართს პროსტიტუციისთვის გადასცემდა. ე.წ. ჩინური მასაჟის სალონის ჩხრეკისას ამოღებულია პროსტიტუციის შედეგად მიღებული 2895 ლარი.

სამართალდამცველებმა სალონში მომუშავე პერსონალი მოწმის სახით დაკითხეს. ოთხი ქალბატონი პროსტიტუციისთვის დაჯარიმდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 172-ე პრიმა-3 მუხლით.

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გადაცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლით).

იხილეთ ვიდეო. 

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა