|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქვეყანაში მმოქმედი მცურავი გაცვლითი კურსი კონტროლს ექვემდებარება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ლარის კურსთან დაკავშირებით, მთავრობის ადმინისტრაციაში სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას საქართველოს მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლები და ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე დაესწრნენ.  მთავრობის ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა იმსჯელეს იმ ღონისძიებებზე, რომლებიც ლარის გრძელვადიანი სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით უნდა განხორციელდეს.
გადაწყდა, რომ მთავრობა ექსპორტის, ტურიზმისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წახალისების მიზნით აქტიურად იმუშავებს. 
 შეხვედრაზე აღინიშნეს, რომ ქვეყანაში მოქმედებს მცურავი გაცვლითი კურსი და სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა