|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გიორგი კლდიაშვილი შსს-ს სასამართლოში უჩივის

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი გიორგი კლდიაშვილი შსს-ს სასამართლოში მორალური ზიანის მიყენებისა და ღირსებისა და პატივის შელახვის გამო უჩივლებს.

“იმის გამო, რომ 2 დღით ჩამსვეს იზოლატორში, რომელიც სასამართლომ უკანონოდ სცნო და არანაირი საფუძველი და აუცილებლობა ვერ დაინახა და მე 2 დღე, როგორ კრიმინალი მამყოფეს იზოლატორში,  შეილახა ჩემი, როგორც ორგანიზაციის დირექტორისა და სამოქალაქო აქტივისტის რეპუტაცია, იმ განცდების გამო, რაც მე გადავიტანე ამ პერიოდის განმავლობაში, მოვითხოვ მორალური ზიანის ანაზღაურებას”, - ამბობს გიორგი კლდიაშვილი.

კლდიაშვილი ასევე აპირებს, რომ მიმართოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციას მოთხოვნით, გამოიკვლიონ, ვის ინტერესებში შედიოდა მის წინააღმდეგ არასწორად და უკანონოდ მოპოვებული მტკიცებულებები შექმნა.

გიორგი კლდიაშვილს აქვს ეჭვი, რომ მას  უთვალთვალებდნენ,  ან ფარულად ისმენდნენ მის საუბარს.  “ამის დადასტურება არ შემიძლია. მაქვს ეჭვი, რომ ადგილი ჰქონდა ან ფარულ მიყურადებას ან თვალთვალს ჩემს მიმართ, რისი საფუძველი არ არსებობდა. მე დამიკავშირდა ოფიციალური ხელოსანი, რომელმაც შეაკეთა ჩემი იარაღი და შემეძლო ნებისმიერ დროს მივსულიყავი, თუ არ იყო ჩასაფრება, მოსმენა და ამ ინფორმაციის მიღება, მათ არ ჰქონდა ინფორმაცია, როდის მივიდოდი, მივიდოდი იმ დღეს თუ მივიდოდი მეორე დღეს, ეს იყო კარგად დადგეგმილი პროვკაციული ოპერაცია”, -აცხადებს კლდიაშვილ.

გიორგი კლდიაშვილი გეგმავს, რომ სასამართლოს მიმდინარე კვირაში მიმართოს. მას ასევე აღუდგა ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორის სტატუსი 20 იანვრიდან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა