|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში, ცისფერყანწელთა ქუჩაზე შენობა ჩამოინგრა

ქუთაისში, რუსთაველის გამზ. N4 ცისფერყანწელთა ქუჩა N4-ში მდებარე ავარიული შენობის ნაწილი ჩამოიშალა, როგორც თვითმხილველები ამბობენ, შენობიდან ფიცრები და ქვები ჩამოიყარა. შემთხვევის შედეგად არავინ  დაშვებულა.

"აღნიშნულ ქუჩაზე ვმოძრაობდი, გავიგონე რაღაც  ხმა და სასწრაფოთ გამოვეცალე ამ ადგილს, ზემოდან შენობის  ნაწილები ცვიოდა.  გამოვიძახე საპატრულო პოლიცია, რადგან ეს შენობა საფრთხეს წარმოადგენს მოსახლეობისთვის. დღეს მე გადავრჩი,  მაგრამ შეიძლება ხვალ ვინმე შეიწიროს ამ შენობამ.  ადგილობრივმა თვითმართველობამ სასწრაფოთ უნდა მიიღოს ზომები, რომ ეს ადგილი უსაფრთხო გახდეს მოსახლეობისთვის",-  განაცხადა  ნიუპრესთან საუბარში თამარ  ჩხეიძემ.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაა. შეგახსენებთ, აღნიშნული შენობა  ქალაქის მერიამ  2014 წელს  აუქციონის წესით გაასხვისა.


ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა