|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ვინ ცდილობს ქუთაისის საუნივერსიტეტო სტატუსის პოლიტიზებას?

საინიციატივო ჯგუფის "ტექნოლოგიური უნივერსიტეტი ქუთაისს" ხელმძღვანელი მალხაზ ფხაკაძე საპარლამენტო უმცირესობის წევრის გია თევდორაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება.

ფხაკაძის თქმით,  თევდორაძის განცხადება, თითქოს საუნივერსიტეტო სტატუსის უკან კონკრეტული დეპუტატი დგას, სიმართლეს  არ შეესაბამება.
"ჩვენ არაერთხელ დავაფიქსირეთ, რომ ვემიჯნებით ნებისმიერ პოლიტიკურ გაერთიანებას თუ პოლიტიკოსს და ეს ჯგუფი შეიქმნა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი, როგორც მოქალაქეების საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, რათა შევახსენოთ მმართველ გუნდს წინასაარჩევნოდ გაცემული დაპირება. ვთხოვთ ბატონ გიას, თუ ზრუნავს ქალაქის მომავლისთვის და ნამდვილად სურს კონსესუსის მოძებნა, ნუ ცდილობს ჩვენი საქმიანობის პოლიტიზებას,"-განაცხადა მალხაზ ფხაკაძემ. 
 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა