|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"შოთა მურღულია "პატრიოტებთან" ურთიერთობას ალაგებს"-გია გოქაძე

პარკირების ორჯერ ჩაშლილი აუქციონი ქუთაისში კვლავ განხილვის საგანია. წილების გადანაწილებასა და „პატრიოტთა ალიანსთან“ კავშირის გამო ქალაქის მერს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლია“ ადანაშაულებს. როგორც ორგანიზაციის ერთ–ერთი დამფუძნებელი, გია გოქაძე აღნიშნავს, შოთა მურღულია ხალხს „აბოლებს“, როდესაც ამბობს, რომ აუქციონი არ შედგა.

„ორჯერ ჩაშლილი აუქციონი კარგად მეტყველებს იმაზე, რომ ქალაქის მერი გარიგებაშია ყოფილი მაღალ ჩინოსან, გოჩა თვდორაძესთან; ხდება ადგილების გადანაწილება, აუქციონი არაა დაკავშირებული ბიზნესთან, ის არის პოლიტიკური გადანაწილების საგანი. მურღულია ხალხს აბოლებს, როდესაც ამბობს, რომ აუქციონის რამდენჯერმე ჩაშლა არ არის პრობლემა. დიახაც, რომ პრობლემაა, რადაგან უკონტროლო ფული, როგორც ამას მერიაში უწოდეს, ვიღაც–ვიღაცეების ჯიბეში მიდის,“–აღნიშნავს გია გოქაძე.

გოქაძე ასევე ამბობს, რომ ამ საქმეებში ორივე მხარისთვის მისაღები ადამიანი ნოდარ მიქიაშვილია ჩართული, რომელსაც მისივე თქმით, ქალაქში ახალი სახელი „კაცი შუამავლის გარეშე“ აქვს და რომელიც აგვარებს ორი მხარის ურთიერთობას. გოქაძე მომავალ არჩევნებზეც საუბრობს.

„მურღულია წარმოადგენს კოალიცია „ქართულ ოცნებას“, მოახლოებულ არჩევნებზე მას დასჭიდება დახმარება ამიტომ დაეყრდნობა „პატრიოტებს“ და ნინო ბურჯანაძის პარტიას, ესენი სამივე პრორუსული ძალები არიან და გადაინაწილებენ და გაყიდიან ყველაფერს რისი გაყიდვაც შეიძლება“–აღნიშნავს გოქაძე.

 გოქაძის ბრალდებას მერიაში მოკლე კომენტარით უპასუხეს.

"კრიტიკას ჭირდება ცოდნა ,გამოცდილება და ფაქტები. გია გოქაძის აბსურდულ იდეებზე და განცხადებებზე კომენტარის გაკეთებაც კი ზედმეტია, რადგან ამ სამიდან არცერთი არ გააჩნია"–ნათქვამია განცხადებაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა