|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთს ეწვევა

სამთავრობო პროგრამის - „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის" ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ხვალ იმერეთის რეგიონს ეწვევა. რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის პრეზენტაციამდე, 10:00 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დაბა ხარაგაულში ახალ სამედიცინო პუნქტს გახსნის და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება. ასევე დაგეგმილია პრემიერის სტუმრობა წყალტუბოში, სადაც 11:30 საათზე, მთავრობის მეთაური ცენტრალური პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოებს და წყალტუბოს განახლებულ სამკურნალო აბაზანებს დაათვალიერებს, ასევე გაეცნობა ცივ ტბაზე მოწყობილ ინფრასტრუქტურას. პრემიერ-მინისტრი რეგიონში მიმდინარე პროექტებთან დაკავშირებით, ასევე შეხვედრას გამართავს რეგიონის გუბერნატორსა და იმერეთის რაიონების გამგებლებთან, რის შემდეგაც, 14:00 საათზე, ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატში" ბიზნესწრეების წარმომადგენლებს იმერეთის რეგიონის ეკონომიკურ პოტენციალს გააცნობს. პროექტი „ძლიერი რეგიონი - ძლიერი საქართველოსთვის", საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით ხორციელდება და რეგიონებში წარმოების განვითარების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა