|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კახა კუკავა პრემიერთან შეჭრას ცდილობს

სასტუმრო „ბაგრატ 2013“-ში პრემიერთან შეხვედრაზე შეჭრას „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა ცდილობს. კუკავას შენობაში პრემიერის დაცვა არ უშვებს. მისი განცხადებით, ღარიბაშვილს შეხვედრაზე არა ბიზნესმენები, არამედ მსახიობები ჰყავს ჩამოყვანილი.

„ისინი არ არიან მეწარმეები, კადრებს თუ კარგად დავაკვირდებით, ესენი ერთი და იგივე ადამიანები არიან, რომლებიც პრემიერს ყველა შეხვედრაზე დაყვებიან“-აღნიშნავს კუკავა.

ირაკლი ღარიბაშვილი ქუთაისში, სასტუმრო „ბაგრატი 2013“-ში შეხვედრას ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან მართავს. შეხვედრას ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე და მხარის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები ესწრებიან. შეხვედრა პრემიერს ინიციატივით დაწყებული პროექტის „ძლიერი რეგიონები -ძლიერი საქართველოთვის“ ფარგლებში მიმდინარეობს.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა