|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"წყალტუბომ" „სეუ-ჰიუნდაი" დაამარცხა

საკალათბურთო კლუბმა "წყალტუბომ" „სეუ-ჰიუნდაი" დაამარცხა.  ამ შეხვედრით  „ა“ ლიგის მე-6 ტური  წყალტუბოში დასრულდა. კლუბმა მეტოქე 24 ქულის სხვაობით, 96:72 დაამარცხა.

შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ "წყალტუბოელი" კალათბურთელები დასახელდნენ. 

 გიორგი კუჭავამ კლუბს  27 ქულა მოუტანა, აქედან  6 მოხსნა და 6 პასი. უკრაინელმა ლეგიონერმა, სერგეი ალფიოროვმა  შედეგიან გადაცემებში „ა“ ლიგის რეკორდი დაამყარა. 16 ქულა 16 პასი.

ალექსანდრ რიხლიუკის  პირად ანგარიშზე 21 ქულაა, აქედან 9 მოხსნა და 5 პასი. 

„ა“ ლიგის მე-7 ტურის მატჩები 2 მაისს გაიმართება.

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა