|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ჩაის სექტორის რეგიონალური ფორუმი მიმდინარეობს

ქუთაისში, სასტუმრო " ბაგრატი1003"-ში "ENPARD საქართველო და მისი პარტნიორების" ორგანიზებით ჩაის სექტორის პირველი რეგიონალური ფორუმი მიმდინარეობს.
 ფორუმს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, ევროკავშირის წარმომადგენლები, სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, ასევე საქართველოს ფერმერთა ასოციაციის და ჩაის მწარმოებელი ასოციაციის წარმომადგენლები ესწრებიან.
 ევროკავშირის წარმომალდგენელმა და სოფლის მეურნეობის ატაშემ ხუან ეჩანოვემ აღნიშნა, რომ ევროკავშირი ამ სფეროს 3 მიმართულებით დაეხმარება: " ჩაის სფერო დიდი ხნის განმავლობაში იყო მიტოვებული. ჩვენ მას მხარს 3 მიმართულებით დავუჭერთ. პირველი, ესაა თანხის გამოყოფა სოფლის მეურნეობის სამინისტროს დახმარებისთვის, მეორე -საკონსულტაციო ცენტრებისათვის 59 მუნიციპალიტეტში, მესამე- კოოპერატივების განვითარებისა და ხელშეწყობისათვის. წარმატებული კოოპერატივების დახმარება ტექნიკურად";- განაცხადა ხუან ეჩანოვემ.
ფორუმზე ქართული ჩაის კომპანიებს თავიანთი პროდუქტი აქვთ წარმოდგენილი.


ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა