|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისელი დიზაინერები ბათუმში ბიუჯეტის ხარჯზე იცხოვრებენ

ქუთაისელი მოდის სფეროს 20 წარმომადგენელის ბათუმში 5 დღით ცხოვრებისათვის  ქუთაისის მერია 5 ათას ლარს დახარჯავს,  ამის შესახებ ცნობილი  სატენდერო განცხადებიდან გახდა,  რომლის თანახმად ტენდერში გამარჯვებულმა 20 პირისათვის 5 დღით სასტუმროს მომსახურება უნდა უზრუნველყოს.

2015 წლის 30 ივლისიდან 2 აგვისტოს ჩათვლით საცხოვრებელი კომპლექსის „Palm Apartments“-ისა და ღია საცურაო აუზის ტერიტორიაზე პირველად  იმართება მოდის კვირეული "Adjara Fashion Week". ორგანიზატორები  მოდისა და დიზაინის ასოციაცია "FASHION GROUP" და აჭარის მთავრობა არიან.  ღონისძიებაზე, რომელიც მოდისა და ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად,  სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული დიზაინერი იქნებიან,  გაიმართება გამოფენა-გაყიდვები.

კითხვაზე, თუ ვინ არის ის 20 პირი, რომელიც ქუთაისიდან მონაწილეობას მიიღებს მოდის ფესტივალში, რომელთა ცხოვრების ხარჯებს  ქალაქის ბიუჯეტი გაიღებს, შესაბამისი პასუხი ქუთაისის მერიიდან ჯერჯერობით ვერ მივიღეთ.  მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელის ეკა მამისეიშვილის თქმით, ქუთაისის მერია აჭარის მოდის ფესტივალზე მონაწილე 20 პირის ბათუმში  ცხოვრების ხარჯებს დააფინანსებს,  თუმცა, რაც შეეხება მათ შერჩევას, ამ საკითხში უწყებას მონაწილეობა არ მიუღია.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა