|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საკრებულოს დეპუტატები სახელფასო დანამატს შშმ ბავშვებს ურიცხავენ

განათლების განვითარებისა და  დასაქმებისა ცენტრის ორგანიზებით „ჯადოსნური სამყაროს“ პრეზენტაციისას დღის ცენტრის წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეებს ბექა ყანჩელსა და ნიკოლოზ ლატარიას მადლობის სიგელები გადასცეს. როგორც შეხვედრაზე გაჟღერდა, დეპუტეტი ცენტრის აღსაზრდელებს საკუთარი სახელფასო დანამატიდან ეხმარებიან. „ნიუპრესი“ დაინტერესდა, რა რაოდენობის დანამატს იღებენ საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეები და რამდენად ხმარდება ის ქველმოქმედებას. დეპუტატების სახელფასო დანამატი ხელფასის თანაბარია,  ყოველთვიურად 1700 ლარს იღებენ.

„ვინაიდან კანონი გვაძლევდა საშუალებას მიგვეღო სახელფასო დანამატი, არ ვთქვით უარი და გადავწყვიტეთ, რომ ეს თანხა მთლიანად კეთილი საქმისთვის მოგვეხმარებინა. სახელფასო დანამატს, რომელიც ხელფასის ტოლია და 1700  ლარს  შედგენს,  დღის ცენტრის აღსაზრდელებს  ვურიცხავთ. ასევე ვეხმარებით  იმ ადამიანებს, რომლებსაც ყოველდღე ვხვდებით და რომლებიც გადაუდებელ დახმარებას საჭიროებენ. არ გვინდოდა ამ თემის აფიშირება, მაგრამ მაინც გავრცელდა ეს ინფორმაცია“–განაცხადა  საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ბექა ყანჩელმა.

განათლების განვითარებისა და დასაქმების ცენტრის უფროსის ლიკა კილაძის განცხადებით, დეპუტატებს სიგელი დახმარების გამო გადასცეს. მისივე განმარტებით, ორი თვის განმავლობაში ბექა ყანჩელმა და ნიკოლოზ ლატარიამ ცენტრს დაახლოებით 5000 ლარი გადაურიცხეს, რაც შშმ ბავშვთა პრობლემების მოგვარებას მოხმარდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა