|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერიამ ქუთაისში 3500-მდე ბიზნეს ობიექტი დათვალა

ქუთაისის მერიის ეკონომიკურმა სამსახურმა ქალაქში არსებული ბიზნეს ობიექტების დათვლა დაასრულა. როგორც სამსახურის უფროსმა, პაატა კლდიაშვილმა „ნიუპრესთან“ საუბრისას აღნიშნა, მათმა წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ყველა ის ობიექტი აღწერეს, რომელთა მიგნებაც შესაძლებელი იყო. ქალაქში, ჯამში,  3500-ზე მეტი ობიექტია.

„ჩვენ დავასრულეთ ობიექტების აღწერა. მათი რაოდენობა 3500–ს აჭარბებს. ამ კვლევის პრეზენტაციას მომავალ კვირაში წარმოვადგენთ.   ამ ობიექტების საქმიანობა ძირითადად, სამეწარმეო, მომსახურების და ვაჭრობის სფეროებს მოიცავსა. დავითვალეთ ყველა ობიექტი, რომლის მიგნებაც შესაძლებელი იყო“,–განაცხადა პაატა კლდიაშვილმა.

აღნიშნულმა სამსახურმა ბიზნეს ობიექტების აღწერა მარტის ბოლოს დაიწყო. კვლევის მიზანს ბიზნესის განვითარების კუთხით არსებული პრობლემების გამოვლენა წარმოადგენდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა