|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 5200 აბონენტს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

5 ივლისს მაღალი ძაბვის ქვესადგურ "სათაფლიაში" დაგეგმილი პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში. 110/35/6 კვ ქვესადგურში “სათაფლია” დაგეგმილი პროფილაქტიკურ სამუშაოების გამო ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეუწყდება ირაკლი აბაშიძის, ბუხაიძის, ბუხაიძის მე-2 მიკრო-რაიონს, შარტავას, გამარჯვების, ზვიად გამსახურდიას, გრიბოედოვის, ლენინაკანის, მეველის, ჯავახიშვილის, შერვაშიძის, 9 აპრილის და მიმდებარე ქუჩებსა და შესახვევებს. საერთო ჯამში, დაახლოებით 5200 აბონენტს ქუთაისში.
 ელექტროენერგიის მიწოდება ამავე პერიოდში შეუწყდება წყალტუბოს რაიონის სოფელ ბანოჯის 620 მომხმარებელსაც.
აბონენტთა ენერგომომარაგების საიმედოობის უზრუნველყოფის მიზნით პროფილაქტიკურ სამუშაოებს კომპანია სისტემატურად ატარებს ყველა მაღალი ძაბვის ქვესადგურში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა