|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჩატარდება თუ არა "რუსთავი2"-ის კონცერტი ქუთაისში?

გავრცელებული ინფორმაციით, ქუთაისის მერიამ რუსთავი2-ს ქალაქში კონცერტის ჩატარებაზე უარი უთხრა.  ტელეკომპაანია „რუსთავი 2“ გასართობ კონცერტებს სხვადასხვა ქალაქებში ატარებს. ქუთაისში კი იგი 18 ივლისსაა დაგეგმილი. „რუსთავი2“ გასართობი პროგრმების დაწყებას ქუთაისში 16 საათიდან აანონსებს. 20  საათზე კი ცენტრალურ მოედანზე კონცერტი "კომედი შოუს" მსახიობების, "საქართველოს ვარსკვლავის" და "x-ფაქტორის" მონაწილეობით იგეგმება.

 აღნიშნული საკითხის გარკვევას "ნიუპრესი" ქუთაისის მერიის  პრესსამსახურთან შეეცადა. 

  ამ დრომდე მერიის შესაბამისი სამსახური გავრცელებულ ინფორმაციას არც უარყოფს და არც ადასტურს.

 

ავტორი: ანა ჯიქია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 33.65%
გაუარესდა - 52.88%
არ შეცვლილა - 13.46%
სულ - 104 ხმა