|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერიის უარი შშმ პირებს

ქუთაისის მერიამ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს ფართის გამოყოფაზე უარი უთხრა. შშმ პირებს ფართი საოფისედ შეხვედრებისთვის და ტრენინგებისთვის სჭირდებოდათ. როგორც შშმ პირების, იმერეთის რეგიონალური ორგანიზაციის  "სრულფასოვანი ცხოვრებისათვის" დამფუძნებელი მერაბ ქვარიანი  აცხადებს,  მერიამ უარის შემდეგ ალტერნატიული ფართის მოძებნა  თავად დაინტერესებულ მხარეს დაავალა. თუმცა,  მერიის ბალანსზე არსებული,  ყველა მოძიებული ფართი, დაკავებული აღმოჩნდა.

"შეტანილი გვქონდა მოთხოვნა თვითმართველობაში, სადაც გვითხრეს, რომ თავისუფალი ფართი არ აქვთ. გვირჩიეს მოგვეძებნა მერიის ბალანსზე არსებული ფართი, რომელსაც დაგვითმობდნენ. ჩვენ ვერ მოვნახეთ მერიის ბალანსზე  არსებული თავისუფალი ფართი, რომელიც მოვიძიეთ, ყველა დაკავებულია. სამწუხაროდ, თავად არ მოგვცეს ინფორმაცია, თავისუფალი  ფართის შესახებ.  ფართი  თავშეყრის მიზნით, საოფისედ სტუმრების მისაღებად, ტრენინგების ჩასატარებლად გვჭირდებოდა. ჩვენმა ბენეფიციარმა, რომ მოგვძებნონ და  ორგანიზაციის წევრებთან სახლში მისვლა არ მოუწიოთ",-განაცხადა  მერაბ ქვარიანმა.

საოფისე ფართს სამი ორგანიცაზია შშმ პირების, იმერეთის რეგიონალური " სრულფასოვანი ცხოვრებისათვის", იმერეთის პარაოლიმპიური ორგანიზაცია და იმერეთის ამპუტანტ ფეხბურთელთა ფედერაცია ითხოვდა.

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.65%
გაუარესდა - 51.49%
არ შეცვლილა - 13.86%
სულ - 101 ხმა