|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დევნილებს "მედიქალსითი" 1 წლის განმავლობაში უფასოდ მოემსახურება

 ქუთაისში არსებულ ჰოსპიტალ "მედიქალსიტსა" და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ხელმოწერის ცერემონიას პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე,  დევნილმა მინისტრის მოადგილე გია გიორგაძე  იმერეთის გუბერნატორის მოადგილე პაატა ნადირაძე,  ქუთაისის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ესწრებოდნენ.

შეთანხმების მიხედვით, ჰოსპიტალი დევნილის სტატუსის მქონე პირებს 1 წლის განმავლობაში ოფთალმოლოგიურ და ენდოკრინოლოგიურ გამოკვლევებს უფასოდ ჩაუტარებს. დღესვე, "მედიქალსიტსა" და თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის კლინიკებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. დადებული შეთანხმების საფუძველზე, "მედიქალსიტი" რეზიდენტებისთვის კლინიკური ბაზა გახდება, სადაც ადგილობრივი და თბილისიდან ჩამოსული პროფესორები ასწავლიან.

კლინიკა ჩართულია c ჰეპატიტის უფასო სკრინინგის პროგრამაში.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა