|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"რატომ აპიარებთ კუდელ–არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკს?"

საკრებულოს დეპუტატი ნატო ქათამაძე ქალაქის მერს და საკრებულოს თავმჯდომარეს კითხვით მიმართავს. ქათამაძე ინტერესდება შოთა მურღულიამ და დავით დვალმა იციან თუ არა ინფექციური (მედიქალსიტის)  საავადმყოფოს დირექტორის გია გრძელიძის წარსული და რატომ ახდენენ ამ ადამიანის პიარს.

"ვიღაცას, შეიძლება კვლავ არ მოეწონოს წლების წინანდელი "ამბების" გახსენება მაგრამ, რა ვქნა ფაქტი, ფაქტია და ამ სურათის მნახველმა არ შემიძლია არ დავწერო...

წლების წინ ინფექციური საავადმყოფო, ისე "დააგლახავეს" უცებ "გადაწყვიტეს" მისი აუქციონის წესით გაყიდვა, ისე ჩუმად, რომ რამდენიმე კაცის გარდა "ეს ფაქტი" არავინ იცოდა, იცოდა მხოლოდ მაშინდელი უშიშროების შეფის, არჩაიას, "გუნდმა" და (ნაც-ების) ხელისუფლებამ...

რა თქმა უნდა, აუქციონი რამდენჯერმე ჩაიშალა და ბოლოს პირდაპირი მიყიდვის წესით "ერგო" მათ ვინც ეხლა პოზირებს ამ ფოტოზეიქნებ, იკითხოთ, როცა საავადმყოფო მიზერულ თანხად გასხვისდა, მაშინ გია გრძელიძე სად მუშაობდა რა თანამდებობა ეკავა? მე ვეკითხები საკრებულოს თავმჯდომარეს და ქალაქის მერს, იციან თუ არა, "ეს", თუ იციან რატომ "აპიარებენ? მაშინდელ, კუდელ-არაკეთილსინდისიერ ჩინოვნიკს და თუ არ იციან, ახლა იქნებ დაინტერესდენ ამ "ფაქტით", ნუთუ მართლა ასე "ბნელა" ამ ქალაქში?  –წერს ქათამაძე სოციალურ ქსელში.      

დეპუტატის შენიშვნას მერიის ადმინიტრაციული სამსახურის უფროსმა უპასუხა. ზვიად ჯავახიას განცხადებით, ის ფაქტი, რომ ქათამაძე ღონისძიებაზე არ იქნა მიწვეული ქალაქის პირველი პირების ბრალი არ არის.

"მედიქალსიტიში" გამართულ ღონისძიებაზე ქალაქის მერი და საკრებულოს დეპუტატი იყვნენ მიწვეული სტუმრები. აღნიშნულ ღონისძიებას თბილისის უნივერსიტეტისა და სხვა უნივერსიტეტების პროფესორები, ასევე სხვა საჯარო მოხელეები ესწრებოდნენ, სადაც ურთიერთთანამშრომლობის ორ მემორანდუმს მოეწერა ხელი და თუ ამ მასშტაბურ ღონისძიებაზე საკრებულოს წევრი ნატო ქათამაძე არ იქნა მიწვეული და ის ამიტომაა აღელვებული, ეს  ქალაქის ხელმძღვანელობის ბრალი ნამდვილად არ არის"–განაცხადა ზვიად ჯავახიამ.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 34.31%
გაუარესდა - 51.96%
არ შეცვლილა - 13.73%
სულ - 102 ხმა